ადამიანების გატაცებების გახშირება ოკუპირებული ტერიტორიიდან "ნაციონალური მოძრაობის" სამარცხვინო პროპაგანდაა-პაატა ზაქარეიშვილი

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 15:38

განცხადებები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ადამიანების გატაცებები გახშირდა, "ნაციონალური მოძრაობის" სამარცხვინო პროპაგანდაა- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, გატაცებების დინამიკა შემცირებული არ არის, სამაგიეროდ, წინანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ქართველებს ცხინვალის ციხეში ყოფნა უფრო ნაკლები ხანი უწევთ."მე ერთხელ მომიწია კიდევაც ცხინვალში ჩასვლა დამამცირებელი ვიზიტით, რათა მეთხოვა კოკოითისათვის ქართველი ახალგაზრდების გათავისუფლება. ადრე ოსები აპატიმრებდნენ და თვეების განმავლობაში ჰყავდათ ჩვენი მოქალაქეები, ხოლო ახლა რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44