რეალური გივი თარგამაძის აშენებული ქვეყანა ხომ ყველამ ვნახეთ და ვირტუალურის როგორ წარმოგიდგენიათ?-დავით უსუფაშვილი

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 15:22

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს და ნდობის ჯგუფში ასე იმუშაოს? აქ ჩინ-მედლებს და ჯილდოებს არ არიგებენ-ამ განცხადებით ეხმაურება დავით უსუფაშვილი გივი თარგამაძის მონაწილეობას საინდუმლო ინფორმაციის მაკონტროლებელი ნდობის საპარლამენტო ჯგუფში. უსუფაშვილი აღნიშნულ ჯგუფში თარგამაძის შეყვანას არ ემხრობა.

რეალური გივი თარგამაძის აშენებული ქვეყანა ხომ ყველამ ვნახეთ და ვირტუალურის როგორ წარმოგიდგენიათ?"- აცხადებს უსუფაშვილი. 

როგორც პარლამენტის თავჯდომარემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას გივი თარგამაძე რამდენიმე თვეა არ უნახავს და როდესაც " ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა თარგამაძე სხდომებს, მათ უპასუხეს, რომ ის ამას საპატიო მიზეზით ვერ ახერხებდა. "მას ეს მიზეზი საპატიოდ ჩაუთვალეთ და ხელფასი არ დავაკელით, თუმცა თუ მას ჩამოსვლა შეუძლია, ჩამობრძანდეს და აქ ვისაუბროთ". - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54