დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 15:09

"ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის სერიოზული კონკურენტი ვერ იქნება, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ კანდიდატი თავად არ იქნება.

"შემიძლია გითხრათ, რომ "რესპუბლიკურ პარტიას" კანდიდატი არ ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს პრეზიდენტად ვახტანგ ხმალაძე წარმოუდგენია, ხმალაძე არც ქცეულა და არც იქცევა "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატად. ჩვენ ვემორჩილებით ამ საკითხისადმი კოალიციის დამოკიდებულებას. ეს კანდიდატი იქნება საერთო კოალიციური და არა ერთი ან ორი პარტიის მხარდაჭერის შედეგად შეთანხმებული",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44