ელისო ჩაფიძემ კოალიციის 5 სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 14:52

სავარაუდოდ, დღეს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაირკვევა, თუ ვინ დასახელდება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატად. როგორც ირკვევა, ქართულ ოცნებაში 5 სავარაუდო კანდიდატურა განიხილება.

ელისო ჩაფიძე კოალიციის სავარაუდო კანდიდატებად ირაკლი ალასანიას, ვახტანგ ხმალაძეს, სალომე ზურაბიშვილს, კახა კალაძეს და არმაზ ახვლედიანს ასახელებს.  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პოლიტსაბჭოს დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გაბაცხადა.

მისივე თქმით, მას სურს ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც იქნება "ისეთი ბრძენი, მორალური პიროვნება, როგორიც არის საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ისეთი დიპლომატიური უნარჩვევებით და გამოცდილებით, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ისეთი პოპულარობით და ახალგაზრული ენერგიით აღსავსე,  როგორიც არის კახა კალაძე", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ელისო ჩაფიძის განცხაფერბით, მას ჰყავს რამდენიმე სასურველი კანდიდატი საზოგადოებიდან, რომლებიც არიან საკმაოდ საინტერესო და სერიოზული პიროვნებები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44