ეს არის ბინძური კამპანია, რომელსაც ხუხაშვილის მიმართ ახორციელებენ - მანანა კობახიძე

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 14:57

ეს არის ბინძური კამპანია, რომელსაც ირმა ნადირაშვილი და მისი მსგავსი პოლიტიკოსები გია ხუხაშვილის მიმართ ახორციელებენ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გია ხუხაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი ხუხაშვილს ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევნია ისაუბროს იმ წილებზე, რომლებსაც კეზერაშვილი და მისი გუნდი ინაწილებდნენ. გუშინ "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ ხდებოდა ბიზნესის ტერორი წლების განმავლობაში, ქონების იძულების წესით ჩუქება. ჩვენ ამ საკითხებით უნდა დავინტერესდეთ და ყველა ადამიანის უფლება, რომელიც წლების მანძილზე ირღვეოდა, უნდა აღდგეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მსგავსი რამ დაუშვებელია და თუ მსგავსი ფაქტი მოხდება, ამას რეაგირება აუცილებლად მოყვება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54