"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი მთელი საქართველოსთვის მისაღები იქნება

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 14:29

ჩვენ გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, -  ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეკრებაზე პრეზიდენტობის კანდიდატზე არ იმსჯელებენ და სხდომაზე მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები განიხილება.

ირინა იმერლიშვილმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია პრეზიდენტობის 5 სავარაუდო კანდიდატთან დაკავშირებით. მისი თქმით, კახი კალაძის, ირაკლი ალასანიას, სალომე ზურაბიშვილის, არმაზ ახვლედიანის და ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა მისი თანდასწრებით არ განხილულა.

პრეზიდენტობის კანდიდატზე პოლიტსაბჭო კვირას იმსჯელებს. ცნობილია, რომ პრეზიდენტობის სავარაუდო  კანდიდატები: კახი კალაძე, ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი, არმაზ ახვლედიანი და ვახტანგ ხმალაძე უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45