ბადიაურში აგროსამრეწველო კომპლექსი გაიხნება

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 16:52

საგარეჯოს რ-ნი სოფ. ბადიაურში 9 მაისს, 15:00 საათზე, გაიხნება აგროსამრეწველო კომპლექსი ,,ბადიაური“. გახსნის ცერემონიალი დაიწყება რძის ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ, რა დროსაც შესაძლებელი იქნება მოწვეულმა სტუმრებმა  თვალი ადევნონ ყველის წარმოების პროცესს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ახლად გახსნილი ყველის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივ წარმოების სხვადასხვა სახეობის ყველი. სადეგუსტაციო და ხარისხის კონტოლის ოთახში მოხდება ყველის დეგუსტაცია. ამის შემდეგ სტუმრები გადაინაცვლებენ ახალაშენებულ თანამედროვე ტიპის მაცივარში, რომელიც ამჟამად მზადაა წლევანდელ სეზონზე მიიღოს 250 ტონამდე სხვადასხვა სახეობის ხილი. სტუმრებს ექნებათ საშუალება დაათვალიერონ მექანიზაციის უბანი, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში დაიწყო მოქმედება და საგარეჯოში 500 ჰა-ზე მეტი ფართობი დაამუშავა. აქვე, საშუალება იქნება გაეცნონ შხამ-ქიმიკატებისა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სპეციალიზირებულ მაღაზიას. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფერმერთა მომსახურების ცენტრს.

კომპლექსის დათვალირების დროს, სტუმრები ასევე გაეცნობიან სავაჭრო რიგში წარმოდგენილ ხალხური რეწვისა და სუვენირების საგნებს, დაათვალიერებენ ბავშვთა სათამაშო მოედანს და გაეცნობიან ფართო მაშტაბიანი ღონისძიებებისა და ფესტივალების (ყველის, ღვინის და ა.შ.) ჩატარების შესაძლებლობებს.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება ფურშეტი, სტუმრები დააგემოვნებენ ადგილობრივი წარმოების ღვინოსა და პროდუქტს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი; საგარეჯოს მაჟორიტარი თინათინ ხიდაშელი; პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი, გელა სამხარაული, გია გოზალიშვილი, გელა გელაშვილი. თემურ ჭკუასელი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის აკადემიის, სადისტრიბუციო და საექსკურსიო ბიუროსა და შვეიცარიული პროექტ MOLI -ის წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44