Samsung Galaxy S4-ის გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართება

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 22:38

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 8 მაისს, 19:30 სთ–ზე, Samsung Galaxy S4-ის გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართება. Samsung Galaxy S4-ის შთამბეჭდავი ღონისძიება რამდენიმე ეტაპად წარიმართება.

ღონისძიება მოიცავს როგორც შემოქმედებით, ასევე ოფიციალურ ნაწილს, რომელსაც დაასრულებს “TsuArt”–ის, „Kung Fu Junkie”-ისა და „Z For Zulu”-ის ცოცხალი მუსიკის კონცერტი. საღამოს გაუძღვება გიორგი ვარდოსანიძე.

Samsung Galaxy S4 ინოვაციური და რევოლუციური მახასიათებლებით გამოირჩევა, რომლებიც მთლიანად მომხმარებლების სურვილებით და მოთხოვნების გათვალისწინებითაა შთაგონებული.

ახალი მოდელის Samsung Galaxy S4-ის მეშვეობით, 5-დიუმიან ეკრანზე ინტერნეტ გვერდების გადაფურცვლა შეხების გარეშე, მზერითაა შესაძლებელი. სმარტფონს აქვს დახვეწილი დიზაინი, დიდი ეკრანი და გამძლე ბატარეა, წინამორბედზე უფრო თხელია (7,9 მილიმეტრი) და მსუბუქი (130 გრამი). ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ფერისაა „შავი ნისლი“ და „თეთრი თრთვილი“, დანარჩენ ფერებში კი მოგვიანებით გამოჩნდება.

Samsung Galaxy S4-ის სლოგანია: “შენი ცხოვრების კომპანიონი“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45