სასამართლო დარბაზი დავით ლორთქიფანიძეს წესრიგის დარღვევისთვის დაატოვებინეს

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 09:59

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ბრალდებულის პროცესზე, სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას, პროცესზე დამსწრე მოქალაქე დავით ლორთქიფანიძემ დაარღვია წესრიგი, კერძოდ, იგი არ დაემორჩილა მოსამართლის მითითებას და მიუხედავად გაფრთხილებისა, განაგრძო წესრიგის დარღვევა, რის გამოც დავით ლორთქიფანიძე დაჯარიმდა 100 ლარით და გაძევებულ იქნა პროცესიდან.

როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, აღნიშნულ პირს მანდატურებმა დაატოვებინეს სასამართლო დარბაზი. დარბაზიდან გამოსვლის პროცესში, მოქალაქე ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას მანდატურების მისამართით და აპელირებდა რომ მას იცავდა იმუნიტეტი და გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და სასამართლო პროცესზე, მიუხედავად პირის თანამდებობრივი მდგომარეობისა, ვალდებულია დაემორჩილოს მოსამართლის მითითებებს და დაიცვას წესრიგი.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით პირის გაძევება სასამართლო დარბაზიდან ან დაჯარიმება, არ გულისხმობს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ან იძულების რომელიმე ღონისძიების გამოყენებას, რა დროსაც მას იცავს საპარლამენტო იმუნიტეტი; სასამართლოს შენობაში და სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს სსსკ-ის შესაბამისი ნორმებით.

4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ბრალდებულების - ვაჟა ნახუცრიშვილის, მამუკა ივანიაძის, ომარ თედორაძის, ბესიკ თეთვაძის, ოთარ ქარჩავას, ზაზა მახარობლიძის, გივი ქაიხოსროშვილისა და თეო ურუშაძის მიმართ. სასამართლომ ბრალდებულებს შეუფარდა პატიმრობა, გარდა ბრალდებულ თეო ურუშაძისა, მის მიმართ გამოყენებულ იქნა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება- გირაო 5000 ლარის ოდენობით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდისთანავე იგი გათავისუფლდება პატიმრობიდან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53