პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, ნუ ბლოკავს კანონპროექტს, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 21:27

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.

"ბოლო თვეებში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ უკვე მეორედ, ღიად ხდება მოქალაქეების დაშანტაჟება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამომზეურებით.

პირველად, ეს შეეხო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს და მიუხედავად აშკარა ფაქტებისა, დამნაშავეები დასჯილი დღემდე არ არიან და ახლახან იგივე განმეორდა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ. მე კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ თითის გაშვერას ჩემი მთავრობისკენ, რადგან ვინც რა არ უნდა მოიგონოს ფაქტი ჯიუტია- ჩემი პრეზიდენტობის წინა ცხრა წლის განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ინტერნეტით ან მედიის სხვა საშუალებებით გავრცელებულიყო რაიმე მასალა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაზე, მითუმეტეს პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტებზე. ასეთ რამეებს აკეთებდნენ ედუარდ შევარდნაძის დროს, პუტინის სპეცსამსახურები რუსეთში და ზოგიერთი სხვა დანაშაულებრივი რეჟიმი... ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ტენდეციით, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ფარულ ჩანაწერების წარმოების საჯაროდ რამდენჯერმე ხსენებით. და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტს ნუ ბლოკავს ჩემს მიერ საგანგებოდ შემოტანილ კანონპროექტს, რომელიც ბევრად მეტად დაიცავდა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას" - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44