ირაკლი ღარიბაშვილი აღდგომას დედოფლისწყაროში შეხვდა

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 16:24

 შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ რაიონში, დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ერთად შეხვდა.

მინისტრთან ერთად ღამისთევაზე დედოფლისწყაროს გამგებელი ირაკლი შიოლაშვილიც მივიდა.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, საღმრთო ლიტურგია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ აღასრულა. ისრაელიდან თბილისში ჩამოტანილი ღვთიური ცეცხლი დედოფლისწყაროში გვიან ღამით ჩამოაბრძანეს.

მინისტრმა ღამე მშობლებთან, საკუთარ მამაპაპისეულ სახლში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში გაატარა. დილით კი, ტრადიციულად, ახლობლების საფლავები მოინახულა. მოგვიანებით მინისტრმა დედოფლისწყაროში რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი მეუღლესთან ერთად დაათვალიერა.

ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში მდებარე სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალისა და „ქოჩების ტბის“ ტერიტორიებზეც იმყოფებოდა. მინისტრის ესკორტმა დედოფლისწყარო 5 მაისს, საღამოს 19:00 საათისთვის დატოვა.

„დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ირაკლის დიდი სურვილი ჰქონდა აღდგომის დღესასწაულს დედოფლისწყაროში შევხვედროდით. ყოველთვის აქ ვხვდებით ხოლმე და მიხარია, რომ ამჯერადაც მოვახერხეთ,“ – განუცხადა ქიზიყი.ge-ს მინისტრის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა, მისივე სკოლელია მისი მეუღლეც. /ქიზიყი.ge/

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44