ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 16:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრბი ისრაელის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრთან, გილად ერდანთან, შინაგან საქმეთა მინისტრ  გიდეონ საართან, უშიშროების მინისტრ იცჰაკ აარონოვიჩთან და ისრაელის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთდახმარების მექანიზმების გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52