ვლადიმერ პუტინი ქართველებს გამარჯვებას ულოცავს და მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების იმედს გამოთქვამს

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 08:51

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხს დიდ სამამულო ომში გამარჯვების  68 წლისთავს ულოცავს. პუტინი გზავნილში რუსეთთან მეგობრობისა და საუკუნოვანი ტრადიციების,  ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების სურვილს გამოთქვამს.

"ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ დიდ დღესასწაულს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჩვენი ხალხები მხარდამხარ იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიმართლეს ომის შესახებ, წინააღმდეგობას გავუწევთ ისტორიის გაყალბების ყველა მცდელობას. დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ხსოვნა 1945-ში გამარჯვებისა  გაგვაერთიანებს, რათა მომავალში ერთად, უზრუნველვყოთ  რუსეთის მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების საუკუნოვანი ტრადიციები", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი და ვეტერანებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და კეთილდღეობას, ხოლო საქართველოს მოსახლეობას მშვიდობას და აყვავებას უსურვებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55