ორშაბათიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება

, 05 მაისი, 2013 - 22:42

6 მაისიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება, რომელიც აღდგომიდან ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ბრწყინვალე შვიდეულის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულებს იხსენებენ. მორწმუნეები საფლავებზე გადიან, რათა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა მიულოცონ, რომელმაც “თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!”.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება “პასექის ჟამნი”.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლად ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ახარებენ: “ქრისტე აღდგა” – “ჭეშმარიტად!” “ჭეშმარიტად აღდგა!” “ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!”

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44