სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელების გამო, შსს-ს დამნაშავე პირთა დადგენის თხოვნით მიმართავს

, 05 მაისი, 2013 - 20:08

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი გავრცელების ამო, სადაც კადრები გამოქვეყნებულ იქნა ღიად და იძლეოდა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას.

"პირადი ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელის დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ხდება პირთა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არაერთჯერად ხასიათს ატარებს.

ამავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულ იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 157-ე მუხლით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტურად აწარმოოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დამნაშავე პირთა დადგენის მიზნით. ამავდროულად მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს, გაატარონ შესაბამის ღონისძიებები, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია, რათა პირთა პირადი ცხოვრების უფლების შელახვა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული. საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტსა და მედია საშუალებებს დაიწყონ ღია და საჯარო დისკუსიები შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზებზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44