პრემიერ-მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო

, 05 მაისი, 2013 - 13:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა. სააღდგომო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ბრწყინვალე დღესასწაული ტაძრიდან მიულოცა.

"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი სიხარულისა და იმედის მომტანი დღეა - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული. ამ დღეს ხარობს და ერთმანეთს ულოცავს ყველა, მთელი ერი,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44