საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 20:49

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება, უკეთესი მომავალი, მხნედ ყოფნა და გამარჯვება უსურვა. მან აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულს კახეთში ხვდება.

პრეზიდენტმა აღდგენილ ტაძრებზეც ისაუბრა და მოსახლეობას ფოთის ტაძრის კურთხევაზე დასწრებისკენ მოუწოდა. "ჩვენს ბავშვობაში აღდგომა იყო ერთადერთი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც ჩვენ ვიცოდით, მთელი წელი საგანგებოდ ვემზადებოდით ხოლმე მისთვის . აღდგომა არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, მომავლის გამარჯვება ცუდ წარსულზე და პირველად, ალბათ ჩვენს მტერს 2008 წლის შემდეგ ჰგონია ახლა, რომ ახლოს არის იმასთან , რომ საქართველო საბოლოოდ დაამარცხოს, გაანადგუროს და მე ვფიქრობ, ის ძალიან ცდება. მე დარწმნებული ვარ, რომ საქართველო გადალახავს ყველა სიძნელეს, დარწმუნებილი ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ განვითრებას, ჩვენ ავღორძინდებით და გავმთლიანდებით. მინდა ყველა ქართულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, უკეთესი მომავალი, მხნედ ყოფნა და გამარჯვება. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს! - ასე მიმართა მოსახლეობას პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55