საოცარი ფაქტები ახალშობილებზე

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 16:40

- ახალშობილებს ძვლების რაოდენობა გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მოზრდილ ადამიანებს-სიმაღლისა და წონის მიხედვით ადამიანების ძვლების რაოდენობაზე მსჯელობა არასწორია. ახალშობილი 270 ძვლით იბადება, მოზრდილ ასაკში კი ძვლების რაოდენობა 206-მდე მცირდება.- ყველა ახალშობილი ახლომხედველია-ახალშობილები გარემოს სხვანაირად აღიქვამენ, მათ ადამიანების და საგნების დანახვა 20სმ-დან 30სმ-მდე მანძილზე შეუძლიათ. უფრო დიდ მანძილზე ისინი კარგად ვერ აღიქვამენ საგნებს.

- ახალშობილები სწრაფად სუნთქავენ-ახალშობილები უფრო სწრაფად სუნთქავენ, ვიდრე ბავშვები და მოზრდილები. ახალშობილი წუთში 40-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს მაშინ, როცა მოზრდილი ადამიანი მაჩვენებელი მხოლოდ 12-დან 20-მდეა.

- ახალშობილებს ცრემლი არ მოსდით-ისინი ბევრს ტირიან, მაგრამ მათი ტირილის აღქმა ჩვენ მხოლოდ მათი ხმითა და მიმიკით შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ცრემლსადენი მილები და ჯირკვლები მუშაობს, ისინი მხოლოდ იმდენ ცრემლს გამოიმუშავებენ, რამდენიც ახალშობილის თვალების დაცვას სჭირდება.

- წამში 4 ახალშობილი იბადება-ოდესმე თუ გიფიქრიათ მსოფლიოში ერთ წუთში რამდენი ახალშობილი იბადება?-პასუხი შეიძლება იყოს 255. ყოველ ერთ წამში 4.3 ახალშობილი იბადება.

- ახალშობილებს ცოცვა დაბადებიდანვე შეუძლიათ-შვედეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ახალშობილი, რომელიც დედის მუცელზე, მკერდთან ახლოდ დააწვინეს, მკერდთან აცოცდა და საკვებს მიაგნო.

- ახალშობილები დედის ხმას დაბადებისთანავე სცნობენ-ახალშობილებს ხმების აღქმა არ შეუძლიათ, ერთადერთი ვის ხმასაც ისინი სცნობენ, დედის ხმაა. ისინი დედის ხმას ყველა დანარჩენი ხმისგან გამოარჩევენ.

 მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55