სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 მაღალჩინოსანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 12:44

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 მაღალჩინოსანს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი ბრალდებული დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ადვოკატები მოსამართლეების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში აპირებენ. საქალაქო სასამართლოში ე.წ. ტრაქტორების საქმეზე მომდევნო პროცესი უკვე ჩაინიშნა. საქმის არსებითი განხილვა 20 მაისს განახლდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და ექსპერტთა ჯგუფის წევრები სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით სამი დღის წინ დააკავეს. მათ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და სამსახურეობრივი გულგრილობა ედებათ ბრალად. თანხების მითვისება-გაფლანგვა 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54