გია ხუხაშვილი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას წარმოუდგენელ დანაშაულს უწოდებს

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 11:29

თუ ადრე მეგონა, რომ ფარესაშვილი შეგნებულად აწარმოებდა ჩემს მიმართ ბინძურ კამპანიას, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გახდა კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო-ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი აცხადებს. ხუხაშვილი გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას წარმოუდგენელ დანაშაულს უწოდებს. ”მასზე კადრების გავრცელება არის წარმოუდგენელი დანაშაული. ახლა მხოლოდ მის ბოლო განცხადებას შევეხები და მინდა იცოდეს, რომ მოგელაძე ტელევიზორში მყავს ნანახი, ხოლო მისი მეუღლე საერთოდ არ ვიცი ვინ არის. ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს კვალი უნდა ვეძებოთ იქ, სადაც მისი დეზინფორმირება ხდებოდა. ეს ყველაფერი აღარ არის მარტო მისი პრობლემა. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. ვთავაზობ მას შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადვილად გავერკვევით ამ ისტორიაში-აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში უკანონოდ მოპოვებული ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც ერთ-ერთ ვებ-გვერდზე იყო ატვირთული. ვიდეოს სათაურის მიხედვით, უფლებადამცველი გიორგი ფარესაშვილი მამაკაცთან და ქალთან ჯგუფური სექსის დროს იყო გადაღებული. გიორგი ფარესაშვილმა კადრებს მონტაჟი უწოდა და აღნიშნული მის მიერ პრემიერ-მინისტრის მრჩევლის საერთაშორისო-ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილის, შს მინისტრის პირველ მოადგილის, გელა ხვედელიძის და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მამხილებელი ინფორმაციების განსაჯაროებას დაუკავშირა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5