ახალციხეში „ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარას მართლსაწინააღმდეგოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 10:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახალციხეში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული „ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ახალციხის ბაზრის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ამოღებისას ბრალდებულმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას ახალციხის რაონული სამმართველო აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44