საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 6-11 მაისს ლონდონში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს გამართავს

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 09:21

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი, ასევე მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ლონდონში მიემგზავრებიან. 6-11 მაისს, შექსპირის თეატრში „გლობუსი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 6-ჯერ წარმოადგენს სპექტაკლს „როგორც გენებოთ.“

ქართული კულტურული პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელშეწყობითა და ორგანიზებით ლონდონში, „vinopolis“-ის დარბაზში გამოფენა „შექსპირი და საქართველო“ გაიხსნება. ექსპოზიციაზე შექსპირის თემაზე ქართული სცენოგრაფია იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის პარალელურად რამდენიმე მომხსენებელი, მათ შორის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებას თემაზე „შექსპირი ქართულ თეატრში“ და შექსპირი ქართულ მხატვრობაში“.

ამავე დარბაზში შედგება ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, კულტურის სამინისტროს პროგრამის „სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში და ანსამბლ „ურმულის“ კონცერტი. მოწვეული სტუმრები ქართული ღვინის დეგუსტაციასაც დაესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45