კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფესტივალის „ჭიათურის მუსიკის აკადემია“ შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 09:05

4 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფესტივალის -„ჭიათურის მუსიკის აკადემია“- შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას იღებენ პიანისტი ნინო გვეტაძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა. საღამოს მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს.

კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრება .

ფესტივალი -“ჭიათურის მუსიკის აკადემია” უკვე მეოთხე წელია იმართება და მისი მიზანი, საქართველოს მასშტაბით კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. ფესტივალი, სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოს-შემსრულებლებს აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას და შანსს დაესწრონ მასტერკლასებს და ითანამშრომლონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველ და უცხოელ მაღალი დონის მუსიკოსებთან.

ფესტივალის მასშტაბი ყოველ წელს იზრდება და ამასთან ერთად იზრდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებლების დაინტერესებაც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45