ქართული სპორტული დელეგაცია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გამოვა

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 08:46

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის რიგგარეშე სესიაზე გადაწყდა, რომ ქართული სპორტული დელეგაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს და ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა. ეს გადაწყვეტილება სესიაზე ხმის უფლების მქონე 48 დელეგატმა ერთხმად მიიღო. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში საბოლოო პასუხის დაფიქსირების ვადა 7 მაისს იწურება. სესიას ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრნენ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართება. ქართველი სპორტსმენები ორ სახეობაში, ფიგურულ სრიალსა და სამთო სათხილამურო სპორტში იასპარეზებენ.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია აქვს. არსებობს მოლოდინი, რომ ლიცენზიების რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57