მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 17:38

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დადგენილი ვადებით ხორციელდება და თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს, რომ მშენებლობების განხორციელება მთავრობის არა მხოლოდ ნება, არამედ პრიორიტეტია.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლანა ბერიძემ „ჯეონიუსს“ განუცხადა, მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის რეაბილიტაცია და დასრულება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით უნდა მოხდეს, გეგმის მიხედვით ხორციელდება და წლის ბოლოს იქ ფიზიკური სამუშაოებიც დაიწყება. მანამდე კი აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში პროექტი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად ყველა შესაბამის დონეზე ექსპერტიზას გადის. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობის ნება და მიზანია ყველა პროექტი დადგენილ ვადებში და რაც მთავარია ხარისხიანად განხორციელდეს.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის დასრულების და მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით 2012 წლის დეკემბერში ესპანურმა საკონსულტაციო ფირმა "ეუროესტუდიომ"–მ მუნიციპალური განვითარების ფონდს სამშენებლო სამუშაოების დეტალური პროექტი წარუდგინა. პროექტი ამის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განიხილა. ამჟამად პროექტი საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ ექსპერტიზას გადის. ამასთან, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნით, პროექტი პარალელურად დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერაც შემოწმდება. ყველა საჭირო პროცედურის გავლისა და აზიის განვითარების ბანკისგან თანხმობის მიღების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი შემოდგომაზე ტენდერს გამოაცხადებს.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის დასრულება ორ წელიწადში იგეგმება და მშენებლობის ღირებულება 45 მილიონი აშშ დოლარია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.05
  • 3.43
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54