საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ტოლფასია - შალვა ნათელაშვილი

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 16:44

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, "საქართველოს ეროვნული კომიტეტის" გადაწყვეტილებას, საქართველოს ნაკრების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ,  დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა "სოჭის 2014 წლის ოლიმპიადა"-ში ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ტოლფასია.

"მე მოვუწოდებ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე და გააბათილოს ეს გადაწყვეტილება, რადგანაც ბატონ ივანიშვილს რუსეთში ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ მილიარდიანი ფინანსური ინტერესი, ხოლო ჩვენ გვამოძრავებს საქართველოს გადარჩენა, გამარჯვება და ტერიტორიების დაბრუნება", - განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54