3 მაისს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 38 მსჯავრდებული დატოვებს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 16:45

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,  სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე  300-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მიერ.

პრიორიტეტი მიენიჭათ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ხასიათდებიან დადებითად და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6-თვემდე. ამასთანავე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, 2013 წლის 3 მაისს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 38 მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალბატონი და 6 მძიმე ავადმყოფი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44