თქვენ არ იყავით, დსთ-დან რომ ვერ გამოგიყვანეთ?! - დავით ბერძენიშვილი

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 15:56

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ჩადებული სანქციების შერჩევით გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ დეპუტატმა გუშინდელ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა.

"არაერთი რუსი ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნული კანონის დარღვევით ნამყოფია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შემდგომ ჩამოვიდა თბილისში, აიღო ინტერვიუ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ არ დააპატიმრეს და ორი წლით ციხეში არ გამოკეტეს, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა.  თქვენი გადასაწყვეტი იყო, ვინ - ციხეში, ვის - ჯარიმა და ვის - ტაშის დაკვრა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები იმ ასობით რიგით ადამიანს ეხება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამყოფნი არიან, რომელთაც ამ ტერიტორიებთან მიმართებაში დაწესებული რეჟიმის თაობაზე არაფერი იცოდნენ და რომელთა უმრავლესობას საქართველოს მიმართ არანაირი მტრული განწყობა არ აქვს", -  განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მან ასევე "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის რამდენიმე ეპიზოდიც გაახსენა: "სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თქვენ არ იყავით, რომ ვერ გამოგიყვანეთ დსთ-დან და ყოველ ექვს თვეში უგრძელებდით მანდატს რუს სამშვიდობოებს", -  თქვა დავით ბერძენიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55