გიორგი თევზაძე სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 15:46

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ოლიმპიური კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს რუსეთში ჩასატარებელ 2014 წლის "სოჭის ოლიმპიადაში", უპასუხისმგებლო და სამარცხვინო უწოდა.

„იმ პირობებში როდესაც საქართველოსათვის რუსეთი წარმოადგენს ოკუპანტ მხარეს, როცა რუსეთმა განახორციელა საქართველოში ქართველი ერის მიმართ ეთნიკური წმენდა, ამჟამად ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის რეგიონები აფხაზეთი, და სამაჩაბლო, და ეს რეგიონები დღესდღეობით იმართება რუსეთის მიერ ხელდასმული მარიონეტული ხელისუფლებების მიერ , როცა ყოველ დღიურად რუსი სამხედრო ოკუპანტები საუკუპაციო ზოლს აფართოებენ და ახორციელებენ მცოცავ ანექსიას, ასევე მათი მხრიდან ადგილი აქვს თითქმის ყოველდღიურად ქართველ მოსახლეობის წარმომადგენლების განუჩევლად ბავშვების თუ მოხუცების მოტაცების ფაქტებს, რომლებიც შემდგომ გადაჰყავთ ცხინვალში და ამას იყენებენ ალბათ ვაჭრობის საგნათ, როცა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებეს არ ასრულებს საქართველოს მიმართ, ამ ვითარებაში და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველომ მიიღოს მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და რბილად, რომ ვთქვათ შეუსაბამო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, რაც საზოგადოების ნაწილში სამართლიან აღშფოთებას და "გაუგებრობას" იწევევს“ - აცხადებს გიორგი თევზაძე.

უფლებადამცველი აღნიშნულს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44