ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 15:34

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტს შოთა მალაშხია რუსეთზე მორგებულ დოკუმენტს უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უმცირესობის წევრი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობა" ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა პარლამენტმა ვერ შეძლოს კანონის მიღება.

"რასაც გვთავაზობს დღევანდელი ხელისუფლება, ითვალისწინებს  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნას  ოკუპირებული ტერიტორიიდან და პირველი დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სასჯელის -  400 ლარის ფარგლებში ჯარიმის დაწესებას. ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული. მეტსაც გეტყვით ამას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს", - განაცხადა შოთა მალაშხიამ.

მისი თქმით. ყველა მსგავსი კანონპროექტი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55