ვანო მერაბიშვილს სასამართლოში უჩივიან

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 15:17

"ერთიანი ნაციონალურის მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ბრალდებას,  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურნენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის პაპუნა კობერიძის განცხადებით, მერაბიშვილს სასამართლოში მოუწევს ბრალდების მტკიცება.

"მერაბიშვილის ბრალდება აბსურდულია და თუ იგი კორუფციული გარიგებების ფაქტებს არ წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სასამართლოში სარჩელს შეიტანენ".

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და გორში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესშიც, ჩინოვნიკების მხრიდან, უკანონოდ 10 %-იანი უკუგების, ე.წ. "ვაზვრატის" შემთხვევებზე ისაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53