"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" მთავრობას სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართავს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 15:10

ვაკის პარკში “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის” აქცია გაიმართა ლოზუნგით "სააკაშვილი გადავცეთ ჰააგის ტრიბუნალს". აქციის მონაწილეების თქმით, სააკაშვილი ადოლფ ჰიტლერის იდენტური პოლიტიკის გამტარებელია.

როგორც "ჯეონიუსს" ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა შოთა აფხაიძემ განუცხადა, აქციის მიზანია  მიხეილ სააკაშვილის ფაშისტური პოლიტიკის მხილება.

"სააკაშვილის და ადოლფ ჰიტლერის რეჟიმები იყო იდენტური და არაფერი სხვაობა არ იყო მათ შორის. გვინდა, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობდა ფაშიზმის პროპაგანდას საქართველოში, იგნორირებული იყო მაქსიმალურად ის ღვაწლი, რაც ქართველებს მიუძღოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ფეხქვეშ ითვლებოდა ვეტერანების დამსახურებები და პოპულარიზაცია ხდებოდა ფაშიზმის. ამ ყველაფრის შემდეგ ვერ ხდება მიხეილ სააკაშვილის დასჯა", - განაცხადა შოთა აფხაიძემ.

“ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი” მოუწოდებს ახალ მთავრობას, რომ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალს გადასცენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული მოთხოვნით  აღდგომის შემდეგ, 15 მაისს დაიწყებენ მასობრივ აქციებს თბილისსა და რეგიონებში.

 

გიორგი ფოცხვერაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53