სამედიცინო დახმარების მონიტორინგის სამსახურიდან 31 ადამიანი გაათავისუფლეს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 12:49

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მონიტორინგის სამსახურიდან 31 ადამიანი გაათავისუფლეს. უწყების დირექტორის განცხადებით, ისინი პროფესიული ტესტირების შედეგების საფუძველზე დაითხოვეს. მისი თქმით, უწყებაში შტატების შემცირება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც გამოძახებისა და მოსახლეობისაგან შეტყობინების მიღების ფუნქცია მთლიანად ”112”-მა შეითავსა.

გათავისუფლებული სატელეფონო ოპერატორები ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ტესტირების შესახებ წინასწარ არ ყოფილან გაფრთხილებული.

ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52