აქციის დაშლა სრულყოფილ შესწავლას მოითხოვს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 20:57

რუსთაველის გამზირზე მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის აქციის მსვლელობის დაშლა სრულყოფილ შესწავლას მოითხოვს, - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ,  ყოველმხრივ შეისწავლოს მომხდარი ფაქტი და იგნორირება არ გაუკეთდეს საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, არსებული ფაქტობრივი მასალა სტუდენტების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე მიუთითებს, თუმცა, საქართველოს პოლიციამ უფლებამოსილების განხორციელებისას გადაამეტა პროპორციულ ძალას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი სამართლებრივი შეფასება მოხდეს სამართალდამცავებისა და აქციის მონაწილეთა მოქმედებების კანონთან შესაბამისობასთან. საქართველოს პოლიციას უნდა გაეთვალისწინებინა დემონტრაციის მშვიდობიანი ხასიათი, აქციის მიზანი, მონაწილეთა ასაკი, რაც მთლიანად გამორიცხავდა სამართალდამცავების დემონსტრაციასთან კონფლიქტს და ძალის გამოყენების საჭიროებას. მიგვაჩნია, რომ აქციის მსვლელობის დროს, ნებსით თუ უნებლიეთ, სტუდენტების მიერ სატრანსპორტო გზის დაკავებას არ უნდა მოჰყოლოდა ძალადობის ესკალაცია და მათი დაპატიმრება. დემონსტრაციის ამგვარი სანქცირება გამოწვეული არ გახლდათ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო უსაფრთხოებისა და უშიშროების დაცვის აუცილებლობებით. სტუდენტების დაკავება არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, არ მომხდარა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, არ მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამიტომაც, დემონსტრანტთა დაკავება უნდა ყოფილიყო უკიდურესი ზომა, რომელიც ძალადობას გამორიცხავდა. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო თუ არა სტუდენტების განზრახი ქმედება, რათა სრულფასოვნად შეფასდეს კონფლიქტში მყოფი მხარეების ურთიერთდამოკიდებულება“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნავენ, რომ დემონსტრაციაზე ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას.

„საქართველოს პოლიციას უნდა გაეთვალისწინებინა მედიის წარმომადგენელთა აქციაზე ყოფნის დანიშნულება. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის დაკავებამ ცხადყო, რომ დემონსტრაციაზე დაწყებული კონფლიქტი ქაოტურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც ვერ მოხდა აღქმა და იდენტიფიცირება აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოიძიება დაინტერესდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის პროვოკაციას, რადგანაც სტუდნეტთა ნაწილი მიუთითებს აქციაში მონაწილე უცნობი ადამიანების აგრესიულ ქმედებებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას უნდა მიმართოს და პასუხი გასცეს ფაქტის ირგვლივ ყველა შეკითხვას. პირდაპირი დიალოგი მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს პოლიცია, ბოლო 4 თვის მანძილზე, (8 თებერვალის შემდეგ) უკვე მეორედ დგება გამოწვევის წინაშე, რაც საზოგადოებრივ ინტერესს უფრო აზიანებს, ვიდრე უწყების რეპუტაციას, - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57