ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია პროზასა და პოეზიაში კონკურსს აცხადებს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 20:40

"საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია" (სახა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“-ს მხარდაჭერით იწყებს პროექტს - "ეგო-არტი“.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა გამოვლენა პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში საქართველოს რეგიონული მასშტაბით. 12 რეგიონიდან (აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, თბილისი) გამოვლინდება თითო საუკეთესო წარმომადგენელი (სულ 36). შერჩეულ ასაკად განსაზღვრულია 15-26 წელი. ამ ეტაპზე კონკურსი ტარდება პროზასა და პოეზიაში. მაისის შუა რიცხვებიდან კი გამოცხადდება კონკურსი ფოტოგრაფიაში.

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ნაწარმოები (ლექსი ან პროზა).

პროზაული ნაწარმოები უნდა იყოს არაუმეტეს ერთი გვერდისა, A4 ფორმატი, AcadNusx, შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,5.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებთან (ლექსი, პროზა) ერთად, უნდა გამოაგზავნოს პირადობის ასლი ფოსტაზე: egoart2013@yahoo.com; ასევე უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი, რეგიონი (რომლის სახელითაც იღებს მონაწილეობას კონკურსში).

ნაწარმოების მიღების ბოლო ვადაა 23 მაისი. მაისის ბოლოს კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდებიან საუკეთესო წარმომადგენლები ყველა რეგიონიდან. კონკურსანტთა ვინაობა ჟიურისთვის არ იქნება ცნობილი. აუცილებლად უნდა მიიღოთ დასტური ნაწარმოების მიღებაზე. ასევე, ყველა მონაწილეს მიენიჭება ნომერი, რომელიც იქნება კონფიდენციალური. შედეგები იქნება გამჭვირვალე.

დაჯილდოება ივნისის ბოლოს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46