დათომ მართლაც ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი ალასანია

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 19:02

დათომ მომიყვა, როგორ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ეს მართლაც ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, კირვალიძესთან მთავრობის სხდომაზე გასაუბრება ვერ მოახერხა და სამინისტროში მივიდა. მისი თქმით, კირვალიძის გადადგომას ყველა განიცდის, პირველ რიგში კი, პრემიერ-მინისტრი.

"მის გადაწყვეტილებას ყველანი განვიცდით, პრემიერ-მინისტრი კი, პირველ რიგში. თუმცა, დათო კირვალიძე გააგრძელებს ამ პერიოდში რჩევების მიცემას და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს", -  განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ,რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დღეს დატოვა სამართალდამცავების მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დააკავებასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52