საზღვრის უკანონო კვეთაზე განსხვავებული მიდგომა აქამდეც იყო - ქეთევან ციხელაშვილი

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 18:52

ნუ ვეცდებით ამ კანონის ზედმეტად პოლიტიზირებას და მითოლოგიის ხარისხში აყვანას, -  ეს განცხადება ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

"განსხვავებული რეჟიმები ისედაც დადგენილია. კანონში ერთგან მითითებულია, საქართველოს საზღვრის კვეთა და მეორეგან საქართველოს ოკუპირებული საზღვრის კვეთა. გარდა ამისა, თუ ოკუპირებული საზღვრის კვეთა 2-დან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ლარსზე და წითელ ხიდზე უკანონოდ გადმოსვლა -  3-დან 5 წლამდე. ანუ განსხვავებული მიდგომები ამ ცვლილებამდეც არსებობდა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54