სააღდგომოდ კიდევ 6 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 18:35

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრნენ 11 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რასაც არასრულწლოვანთა ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაწესებულება დატოვა 6-მა მსჯავრდებულმა, 4-ს უარი ეთქვა, ხოლო ერთი პირის მიმართ გადაწყვეტილება დამატებითი კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან გაიცა რეკომენდაციები მსჯავრდებულთა გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც მომავალში განხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შუამდგომლობა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ, ხოლო უარი განაცხადა 3 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46