70 პირს ნასამართლეობა მოეხსნა

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 17:07

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დღევანდელ სხდომაზე, პირობითი მსჯავრის ვადამდე გაუქმებისა და ნასამართლეობის  მოხსნის შესახებ პრობაციის ბიუროების 207 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 70 პირს აღუდგა "ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

შუამდგომლობების განხილვისას, ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებზე დაყრდნობით, კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა: ხანდაზმულ, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, სოციალურად დაუცველ და დევნილ პირობით მსჯავრდებულებს.

მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი გაუუქმა და ნასამართლეობა მოუხსნა: 13 ხანდაზმულს, 17 მძიმე ავადმყოფს, 23 სოციალურად დაუცველს, 17 დევნილს, 49 ქალს და 2 არასრულწლოვანს.

ამ ეტაპზე, მაღალი რისკ–ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირების განცხადებები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ან წარსულში არიან ნასამართლევები. ასევე არ განხილულა იმ პირთა განცხადებები, რომლებსაც საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54