შევარდნაძის დროინდელი კადრების დაბრუნება ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს - ვანო მერაბიშვილი

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 18:03

კირვალიძე მუშაობდა შევარდნაძის მთავრობაში მინისტრად და როგორც ვიცი, "ვარდების რევოლუვიის" შემდეგ მას დადებული აქვს საპროცესო გარიგება და გადახდილი აქვს ძალიან დიდი ჯარიმა გარკვეული კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე,  - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს,  ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მერაბიშვილის განცხადებით, შევარდნაძის კადრების დაბრუნება სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას. 

მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრებში ბარათების განაღდება 30 პროცენტიანი "დისკაუნტით" ხდება, ხოლო მაღაზიებში პროდუქცია 30-40 პროცენტით ძვირი ღირს. აქედან გამომდინარე, მისივე გათვლებით, 260 მილიონიანი პროექტიდან სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჩაიდეს ჯიბეში.

მერაბიშვილმა სხვა პროექტებზეც ისაუბრა და მაგალითად გორში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება და "ვაზვრატები",  ასევე სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხების განაწილებაში კორუფციული გარიგება დაასახელა.

მერაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ქვეყანაში შევარდნაძის ეპოქის დაბრუნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5