ხელისუფლების სრულიად გაუაზრებელი ქმედებები ასიათასობით გადაყრილ თანხას ნიშნავს - ზურაბ ჯაფარიძე

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 17:40

ხელისუფლების სრულიად გაუაზრებელი ქმედებები ასიათასობით გადაყრილ თანხას ნიშნავს, თუმცა ჩვენ მივესალმებით ყველა კორუფციული ფაქტის გამოძიებას, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ სოფლის მეურნეობაში იყო რაიმე კორუფციული გარიგება და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან  რეაგირება სწრაფად მოხდა, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

"ჩვენ ვთვლით, რომ ამ ტიპის კორუფციული გარიგებები არის რაღაც გვერდითი, მცირე დეფექტი,რომელიც მოყვება ახალი ხელისუფლების სრულიად გაუაზრებელ ქმედებებს, რომელიც მათ წამოიწყეს, როგორც ჯანდაცვაში, ასევე სოფლის მეურნეობაში და ხალხი თავისი თვალით ნახავს ასიათასობით გადაყრილ თანხას", -  განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53