დავით კირვალიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვას ითხოვს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 17:47

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს ყველას და დარწმუნებულია, რომ სიმართლე მალე გაირკვევა.

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს “მექანიზატორის” რამდენიმე თანამშრომელი. ამ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ და უმრავლესობა ჩემი მეგობარია. მათ შორის არის ჩემი მასწავლებელიც. ყველა მათგანი არის ძალიან წესიერი პიროვნება და თითოეულს დიდ პატივს ვცემ. მე, დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველოდები, რომ სიმართლე მალე გაირკვევა და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან კარგად.

გამომდინარე აღნიშნული სიტუაციიდან, მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე. დღეს, მთავრობის სხდომაზე ვითხოვე უფლებამოსილების შეჩერება, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა.

მიმდინარე პროცესებში ნებისმიერი სახის ჩარევა,ზეწოლა და მანიპულირება იქნება ძალიან ცუდი. ვაცადოთ შესაბამის ორგანოებს დაადგინონ სიმართლე. რაც მთავარია, გავითვალისწინოთ ერთი რამ - უდანაშაულობის პრეზუმპცია", - აცხადებს დავით კირვალიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45