აკაკი ბობოხიძეს კირვალიძის გადადგომა მართებულად მიაჩნია

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 17:16

სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის გადადგომა უმრავლესობის წევრს აკაკი ბობოხიძეს მართებულად მიაჩნია, - ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, რაღაც მაინც ხდებოდა.

"დაველოდებით გამოძიებას და ამის შემდეგ გავაკეთებ პირადად ჩემს დასკვნას. რაც შეეხება იმას, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგა, მე ეს პოზიცია სწორად მიმაჩნია, მით უმეტეს მას შემდეგ რაც პრემიერი რაღაც ეჭვებზე საუბრობდა. როგორც ჩანს, ეს მიმართული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ერთ-ერთი სამინისტრო, სადაც სწორად თუ არასწორად, რაღაც მაინც კეთდებოდა სხვა სამინისტროებთან განსხვავებით", -  განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დღეს დატოვა, სამართალდამცავების მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დააკავებასთან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5