კრწანისის სამხედრო ქალაქში სამშენებლო სამუშაოები განახლდა

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 17:14

კრწანისის I ქვეით ბრიგადაში სამშენებლო სამუშაოები განახლდა. მშენებლობის პროცესი დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ დაათვალიერეს. ამჟამად, ყაზარმების, სასადილოს, ლაზარეთისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.

„ვაგრძელებთ პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო ქალაქის მშენებლობას, რომელიც 3000 სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. გათვალისწინებულია სამხედროების სპორტული დარბაზებით, სტადიონებით, სასადილოებით, კაფეებით, აგრეთვე, საავტომობილო და ჯავშანტექნიკის სადგომებით უზრუნველყოფა. წელს სამხედრო ყაზარმების დასრულებას ვაპირებთ, მომავალი წლისთვის კი კომპლექსის მშენებლობის სრულად დასრულება და სამხედროებისათვის გადაცემა გვაქვს დაგეგმილი“ - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

სამხედრო ქალაქის მშენებლობა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი 2013 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და 14 ყაზარმის, შტაბების, სასადილოსა და წყალმომარაგებას მოიცავს. მე-2 ეტაპი კი სასწავლო კლასების, მანქანების, ასევე ჯავშანტექნიკის სადგომების და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფრასქტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

2014 წლის ბოლოსთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზა ექნება. 3000 სამხედრო მოსამსახურე სავარჯიშო დარბაზებით, ლაზარეთით, მცირე და დიდი სტადიონით ისარგებლებს. სველი წერტილები ძვირადღირებული ანტივანდალური ფურნიტურით (შემრევები, შხაპები) დამონტაჟდება, რაც ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვისაა გათვალისწინებული. სამხედრო ქალაქი უზრუნველყოფილი იქნება გათბობით, ცივი და ცხელი წყლით, შესაბამის ნაგებობებში ვენტილაციით.

„ახალ ბაზაზე გადმოყვანით, პირველი ქვეითი ბრიგადა დაიხვეწება და განვითარდება, როგორც ნატოს ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფი. უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ ბაზაზე, I ქვეითი ბრიგადა შეძლებს იმ წვრთნების განხორციელებას, რაც ნატოს სტანდარტებით არის გათვალისწინებული“ - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებზე აქცენტი ხარისხზე კეთდება. მშენებლობა, შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში, გეგმაზომიერად მიმდინარეობს. წინასწარ მოხდა დაგეგმვა და ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების გაწერა.

კრწანისის სამხედრო ქალაქს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის სსიპ „დელტა“-ს მიერ დაარსებული სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი 2011“ და „დელტა“-ს საინჟინრო სამსახური ახორციელებენ. ახალი სამხედრო ბაზა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ძალებით შენდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5