“ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი” მიხეილ სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალზე გადაცემას ითხოვს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 16:10

“ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი” საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალზე გადაცემისა და გასამართლების მოთხოვნით ხვალ აქციას გამართავს, - ამის შესახებ "ჯეონიუსს" კლუბიდან აცნობეს. 

“ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი” „ევრაზიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით 3 მაისს, ვაკის პარკის ცენტარლურ შესასვლელთან ,ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან, დღის 13 საათზე გამართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით, „იგი ვერ იფიქრებდა, თუ ოდესმე საქართველოში ფაშიზმი გაიმარჯვებდა!“.

აქციაში, მონაწილეობას მიიღებს 10-მდე არსამთავრობო ორგანიზაცია. აქციის მონაწილეები თავიანთ მიმართვას გააცნობენ მედიასაშუალებებს, მთელი ქალაქის მასშტაბით გააკრავენ 5000 პლაკატს და გაავრცელებენ 10 000 პროკლამაციას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45