ნაციონალურმა მოძრაობამ ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც აგებინეს პასუხი "ლაბორატორია 1918"-ს წევრებს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 16:15

თუკი ნაციონალური მოძრაობა არღვევს კანონს, მან ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც აგებინეს პასუხი "ლაბორატორია 1918"- ის წევრებს,  - ამის შესახებ დეპუტატი კობა დავითაშვილი აცხადებს.

დავითაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენიშვნებითაც მიმართავს.

მისი თქმით, გუშინ თბილისში ორი აქცია ჩატარდა, ორივე აქციაზე დაირღვა კანონი, თუმცა პოლიციელებმა მხოლოდ ერთი აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენეს ძალა.

"მე არ მაქვს პრეტენზია სამართალდამცველების ქმედებაზე, უშუალოდ პოლიციელების ქმედებაზე, ისინი ასრულებდნენ თავის მოვალეობას. მაგრამ მე მინდა ვკითხო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ღარიბაშვილს. გუშინ ჩატარდა ორი აქცია. ერთი აქცია ჩატარდა პარლამენტის წინ ნაციონალური მოძრაობის მიერ, მეორე აქცია ჩატარდა "ლაბორატორია 1918"- ის მიერ. ორივე აქციაზე დაირღვა კანონი. თუკი ნაციონალური მოძრაობა არღვევს კანონს, მან ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც აგებინეს პასუხი "ლაბორატორია 1918"- ის წევრებს. ეს არის შეჩევითი სამართალი, ეს არის კანონის წინაშე უთანასწორობა, ამიტომ მე მაქვს შენიშვნა და იმედი მაქვს ამ შენიშვნას ბატონი ღარიბაშვილი მიიღებს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52