ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებული 5 მოზარდი გათავისუფლებულია

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 16:06

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 5 მოზარდი გათავისუფლდა.

რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ჯონჯოლის საკრეფად წასული 11 მოქალაქე ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ოსური მილიციის თანამშრომლებმა ისინი ჯერ ზნაურში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს.

ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 1 მაისს უკანონოდ დაკავებული ხუთივე მოზარდი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს დილით გაათავისუფლეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანარჩენი დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45