დავით კირვალიძე უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე საუბრობს

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 15:49

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის ბოლო ინტერვიუ მინისტრის რანგში გაზეთ "ალიას" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა. ექსმინისტრი მიწების უცხოელებისთვის მიყიდვაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიწების უმეტესობა გაყიდულია კერძო პირების მიერ.

"არსებობს სახელმწიფო მიწები, მაგრამ სანამ არ აღირიცხება, ხელს ვერავინ ახლებს და არსებობს კერძო მიწები, მაგრამ ამაში ვერ ჩავერევით. მიწა არის სულ სხვა რამე, არ შეიძლება, ერთიან ჭრილში იყოს განხილული. ჩვენ თბილისიდან ვერ გადავწყვეტთ, მიწა უნდა გაიყიდოს თუ არა. ეს ყველაფერი უნდა იყოს თემის გადასაწყვეტი, ეს არის ინდივიდუალური საკითხები. ამ შემთხვევაში ტყეებზეც ვილაპარაკოთ. წარმოგიდგენიათ, ჩემს სოფელში რომ ჩავიდე და ვინმემ ტყეში არ შემიშვას? ჯერ ტყეში შევიხედოთ, ვითომ ზოგი უვლის და ამ დროს მოპარულია ყველაფერი. მე რამდენიმეჯერ გადავედი ნაქერალას უღელტეხილზე, მთელი ფერდობები იჩეხება. ტყის მეპატრონეს უნდა მოელაპარაკოს სახელმწიფო, ან უნდა გამოისყიდოს, ან კიდევ იჯარის პირობები შეცვალოს. სოფელს ტყეზე ის უფლებები უნდა აღუდგეს, რაც ადრე ჰქონდა. სიტყვა "წართმევას" არ გამოვიყენებდი", -  განაცხადა დავით კირვალიძემ ჯერ კიდევ მინისტრობის დროს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5