დავით ლილუაშვილისთვის მიუღებელია ხელისუფალთა არაადეკვატური განცხადებები და პოლიციელთა ქმედების გამართლება

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 15:33

კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის “ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი 1 მაისს, სტუდენტთა ორგანიზირებით გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცავი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საუბრობს. 

როგორც ლილუაშვილი აცხადებს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს პოლიციელთა მხრიდან დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა.

"როცა სახეზეა პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, ხოლო ჟურნალისტებზე კი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, ამ დროს უცნაურია ხელისუფლების წარმომადგენელთა არაადეკვატური განცხადებები და პოლიციელთა ქმედების გამართლება. ხოლო  ჟურნალისტების დაკავების ფაქტს არანაირი გამართლება არ აქვს", - აცხადებს დავით ლილუაშვილი.

კოალიციის თავმჯდომარე შს-ს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და რეაგირება მოახდინოს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კონკრეტულ ფაქტებზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.05
  • 3.43
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54