მე ვისურვებდი, გამოძიებამ აჩვენოს, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობაა - მაია ფანჯიკიძე

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 15:37

დავით კირვალიძე არის ძალიან კარგი პიროვნება  და არა მგონია, რამეში იყოს გარეული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი დარწმუნებულია კირვალიძის უდანაშაულობაში და გამოძიების შედეგებს დაელოდება, რის შემდეგ შესაძლებელი გახდება დასკვნების გაკეთება.

"მე პირადად ვისურვებდი, გამოძიებამ აჩვენოს, რომ ეს არის უბრალოდ გაუგებრობა", -  განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე დღეს გადადგა თანამდებობიდან სამართალდამცავების მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დააკავებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55